მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, 28 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა მთლიანად შეჩერდება. გარდა ამისა, შეჩერდება სპორტული წრეებისა და სტუდიეის საქმიანობაც.
კერძოდ, იკრძალება:
ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.