ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 669 ახალი შემთხვევა, ხოლო 637 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
29 იანვარის მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 256 956
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 247 096
- მათ შორის გარდაცვლილი – 3148
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19311, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11681, PCR ტესტით – 7630
- კარანტინის რეჟიმში – 521
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2731
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 322