29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს – განაცხადა პრემიერ მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. მუნიციპალური ტრანსპორტი გარკვეული წესების დაცვით იმუშავებს, მათ შორის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

1 ივნისიდან კი ყველა სახის მაღაზიები, ბაზრობები და მოლები გაიხსნება. 8 ივნისიდან რესტორნები და სასტუმროები ამუშავდება და აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.