296 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანლი, გაიცემა კომპენსაციები – კობახიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულებზე

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გასულ კვირას, სტიქიის შედეგად, 400 ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. კობახიძე ასევე აცხადებს, რომ  უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 296 ოჯახი, ამ დროისთვის მზადდება დოკუმენტაცია, რათა ოჯახებზე კომპენსაციები გაიცეს.

“დაახლოებით 400 საცხოვრებელი სახლი იყო დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში დასრულდა უკვე ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი. მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები, ანაზღაურება, შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები და რესურსები”,- განაცხადა კობახიძემ.