3 მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ საფლავში ბრუნავს – ხუხაშვილი ინფექციონისტებზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ინფექციონისტები ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე “პოლიტიკით გაერთნენ”.

“ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს. რა სამი მუშკეტერი? ეს სამი ადამიანი აბსოლუტური პოლიტიკური ცენზურის ქვეშაა მოქცეული და გვიმტკიცებს დღესაც, რომ ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული”,- ამბობს ხუხაშვილი.

მისივე განცხადებით, მთავრობას აჭარა უნდა ჩაეკეტა, თუმცა დაავადების პრევენციაზე უარი თქვეს.

„დღეს აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. დაავადების გავრცელების პრევენციაზე აბსოლუტურად უარი ვთქვით. არანაირი სისტემური ღონისძიება არ მიუღიათ, დანაშაულებრივი შეცდომა იყო, როდესაც 15 სექტემბრისთვის არ ჩაიკეტა აჭარა და მიგრაციული პროცესები აჭარასა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის არ შეწყდა. ტურისტული სეზონი დასრულებული იყო და დღემდე არ არის ეს გაკეთებული. თუნდაც, შესასვლელ-გამოსასვლელებში სიცხე გაეზომათ. ნახეთ ევროპაში რა ხდება, ცხადდება ლოკალური ლოქდაუნები, კომენდანტის საათი, აჭარა უნდა ჩაეკეტათ და ეს რომ გაეკეთებინათ, ბევრად უკეთესი სურათი გვექნებოდა”,- ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება და სპეციალისტები ეს პერიოდი ნარცისიზმით იყვნენ შეპყრობილი, ხოლო ახლა „უნდათ 31 ოქტომბრამდე მიყვანა და შემდეგ, ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი“.

“ამის ნაცვლად, დღეს გველაპარაკებიან ეკონომიკის ინტერესებზე, სად არის ამ ქვეყანაში ეკონომიკა? მომხმარებელი ქვეყანა ვართ, არანაირი ეკონომიკა ჩვენ არ გვაქვს, მარტო ვჭამთ, წამალს ვიღებთ და მეტი არაფერი. ეს ეკონომიკა მაინც იმუშავებს და ვერ ჩაიკეტება. უნდათ 31 ოქტომბრამდე მიყვანა და შემდეგ ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი. ნარცისიზმით და თავისი უნიკალურობის ტკბობით იყვნენ შეპყრობილი გინდ ხელისუფლება და გინდ შესაბამისი სპეციალისტები. ნარცისიზმით ტკბობაში გაატარეს ეს პერიოდი და დღესაც იხტიბარს არ იტეხენ, წუთებს და საათებს ითვლიან, რომ სიკვდილის შიში არ დაბრუნდეს მთელი ძალით“, -თქვა გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

მესმის, რა ძნელია, როცა შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს – ხაჩიძე ზურაბ ჯაფარიძეს

გირჩის ერთ–ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე გირჩში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს. მისი...

შიდა დუღილია, ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ – მდინარაძე გირჩზე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარტია გირჩში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიცია...

ბრალდების მოწებება უნდათ ჩემთვის, არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ – დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, უწყებებს ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე...

ჯაფარიძე არის მარტო და დანარჩენი გირჩი გაკვირვებულია ამ ყველაფრით – ხვიჩია

პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს. მისივე განცხადებით, ჯაფარიძე...

აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე არ ყოფილა – მეგრელიშვილი

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს, რა იგულისხმა თავის...

ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია ამ სიტუაციაში – გაბუნია კლინიკებში მოხვედრაზე

"ნაცნობის თემა ძალიან უხერხულია, მართალი გითხრათ, ამ შემთხვევაში", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ,...

“დასაჭერთა სიაში წერიხარ” – POG-ის მტკიცებულებები კომისიის თავმჯდომარის დაღუპვის საქმეზე

პროკურატურის ინფორმაციით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და...

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 930 პირი დავაჯარიმეთ – შსს

შსს–მ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო