ირაკლი ღარიბაშვილი 2019 წლის სექტემბრიდან თავდაცვის მინისტრი გახდა. ის “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის პოსტს.
ღარიბაშვილის მიერ 2019 წლის 13 ოქტომბერს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მის მფლობელობაშია:
- 2009 წელს 100 ათას ლარად შეძენილი ბინა თბილისში, გაგარინის ქუჩაზე. ამავე მისამართზე მან შეიძინა ავტოფარეხი 10 ათას ლარად.
- 2011 წელს შეიძინა ბინა მოსაშვილის ქუჩაზე, რომელშიც 221 000 ლარი გადაიხადა. სახლთან ერთად მან 20 ათას ლარად არასაცხოვრებელი ფართიც შეიძინა.
- 2011 წელს მოსაშვილის ქუჩაზე შეიძინა კიდევ 1 ბინა 185 000 ლარად. ამავე მისამართზე არასაცხოვრებელი ფართი – 6700 ლარად.
- 2019 წელს შეიძინა ავტომობილი AUDI A8, რომელშიც 75 620 ათასი ევრო გადაიხადა.
- მისმა მეუღლემ, ნუნუ თამაზაშვილმა 2018 წელს 46 ათას ევროდ RANGE ROVER VELAR-ი იყიდა.
- ღარიბაშვილს ბანკი ქართუს ანგარიშზე ან/და შენატანზე არსებული ნაშთი აქვს 40 406 ლარი.
- თავდაცვის მინისტრი დანაზოგის სახით 50 ათას ლარს ფლობს.
- მან 2018 წელს შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველის თანამდებობაზე ანაზღაურება 169 926 ლარი მიიღო.
- მინისტრის მეუღლემ ქართუ ბანკიდან, ბაკურიანში სახლის მშენებლობისთვის, სესხი აიღო, რომლიდანაც ნაშთის სახით 72 769 ლარს ფლობს.