საქართველოს ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რა გზით არის შესაძლებელი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
მისი თქმით, ამის 3 გზა არსებობს – სასამართლოს მიერ განაჩენის გაუქმება, შეწყალება ან ამნისტიის გამოცხადება.
“ამ ადამიანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება როგორ უნდა იყოს მიღებული: გვაქვს ჩვენ კანონმდებლობა და კანონმდებლობის შესაბამისად – თუ განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, უნდა გადაისანჯოს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო და სასამართლომ გააუქმოს, ან თუ ეს ამბავიც ვერ შველის, უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული პარლამენტის ან პრეზიდენტის მხრიდან, შეწყალება, ან ამნისტია. ამნისტიის კანონის მიღება არის შესაძლებელი [პარლამენტის მიერ]”,– ამბობს ის TV “კავკასიის” ეთერში.
მისივე შეფასებით, დაუშვებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მიჰყავთ საკუთარ სასამართლოზე.