“დღეს კიდევ ერთხელ რუსულმა ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვაჩვენა, თუ რა მდგომარეობაში ამყოფებენ მესამე პრეზიდენტს. ფაქტობრივად, დღეს დამალეს მიხეილ სააკაშვილი და არ აჩვენეს საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება ეს ადამიანი ვიზუალურად. საზოგადოება ამას კარგად ხვდება, ამას აქვს მარტივი მიზეზები და ახსნები – როგორც კი საზოგადოება დაინახავს პრეზიდენტს სააკაშვილის მდგომარეობას, მაშინვე, ცხადია, ყველას დარჩება შთაბეჭდილება ობიექტური, რომ დღეს ქვეყანას მართავს ფაშისტური რეჟიმი. […] მე ხვალიდან გავდივარ რეგიონებში, არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ ოთახიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ. არც ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, არც ნიჰილიზმში არ უნდა ჩავვარდეთ, არც ერთამენთს არ უნდა დავაბრალოთ რამე. მეტიც, ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. მხოლოდ ბრძოლით შეიძლება გამოვიხსნათ მესამე პრეზიდენტიც და ჩვენი ქვეყანაც რუსული კლანჭებიდან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ უიმედობაში, არ ვაპირებთ, რომ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, და მეტიც, კარგად უნდა იცოდეს რუსმა ოლიგარქმა – ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლას და ბრძლას გამარჯვებამდე”.

ამის შესახებ,  ენმ-ის  თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.