3 ივლისს ერთი ღამით რუსთაველზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება – “სირცხვილია”

ფოტო : "სირცხვილია" 28.02.2022

”3 ივლისს ერთი ღამით რუსთაველზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება” – ამის შესახებ ნათქვამია, მოძრაობა ”სირცხვილიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მოძრაობა ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

“იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება. პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა”, – აღნიშნავენ სირცხვილიაში.