იტალიაში 3 ივნისიდან საერთაშორისო მოგზაურობა დასაშვები ხდება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან მოსახლეობას საკუთარ რეგიონებში მოგზაურობის უფლება ექნებათ, ხოლო 3 ივნისიდან რეგიონიდან – რეგიონში და საზღვარგარეთ. ამასთან, გარკვეული რეგიონების ადმინისტრაციას უფლება ექნებათ შეზღუდვები კვლავ გაამკაცრონ, თუ კორონავირუსის შემთხვევები გაიზრდება.
ჯერჯერობით უცნობია, საერთაშორისო მოგზაურობა ქვეყანაში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის იქნება დასაშვები თუ არაწევრი ქვეყნებისთვისაც, თუმცა, იტალიური მედია ვარაუდს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირის და შენგენის ზონის მოქალაქეებს შეეხება.