“3 კამერა აქვს, გადასაღებად მჭირდება” – მეუფე ნიკოლოზს Iphone 12 გადასცეს

კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ერთ–ერთმა მაღაზიამ Iphone 12 გადასცა. მეუფის თქმით, ეს ტელეფონი ფილმების გადასაღებად სჭირდება.

“ამ ტელეფონს 3 კამერა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაშლის კუთხე და შესაძლებლობები აქვს სრულებით სხვა. ეს ტელეფონი მჭირდება იმისთვის, რომ ბევრი მასალა გადავიღო და გავახარო ეს ხალხი. ვაპირებ მოგზაურობას და ბევრის გადაღებას, ეს მოგზაურებისას გადასაღები კამერაა”,– ამბობს მეუფე ნიკოლოზი ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, აიფონის გარდა სხვა ტელეფონს ვერ იყენებს.

“აიფონ 1 რომ გამოვიდა, ის ტელეფონი მაჩუქეს და იმდენად მოსახერხებელია ჩემი, რაღაცნაირად, შინაგან მოწყობისთვის, მე სხვა ტელეფონს ვერ ვხმარობ, ამაზე არ მჭირდება ინსტრუქციები, სხვა ტელეფონზე მჭირდება”,– ამბობს მიტროპოლიტი.