3 მძევლთან ერთად გამტაცებელი გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში, შეიარაღებული თავდამსხმელის პირისპირ 7 საათი გაატარა, იტყობინება, რომ თავდამსხმელმა სამი მძევალი დაიტოვა და ავტომობილით გადაადგილდება – უცნობია რა მიმართულებით.

არაოფიციალური ინფორმაციით, მასთან ერთადაა მომლაპარაკებელი, რომელიც უშუალოდ მას ეკონტაქტებოდა. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, მას თან აქვს ფული, რომელიც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მძევლების გათავისუფლების მიზნით მომლაპარაკებელმა გადასცა.