“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდება.
“მაგას ჰგონია, რომ პოლონეთიდან უკრაინამდე რომ გაარღვია და შევარდა… ეგეთი რაღაც აქ არ მოხდება, გამორიცხულია და ის ვერ გაბედავს [ჩამოსვლას]. სააკაშვილმა ზუსტად იცის, რომ დაიჭერენ. აგერ მე და აგერ თქვენ, 3 ან 4 ოქტომბერს ისევ მიზეზს მოიგონებს, რომ არა, ახლა ჯერ არ იყო საჭირო ჩემი ჩამოსვლაო”,– ამბობს ის “იმედთან” საუბრისას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საარჩევნოდ ქვეყანაში დაბრუნება 6 სექტემბერს დააანონსა. მისი თქმით, დაპატიმრების არ ეშინია.