უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ ნორვეგია აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს და 3 ოქტომბრიდან, რუსული ნომრების მქონე მანქანებს ქვეყანაში არ შეუშვებს.
შესაბამისი განცხადება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
- „ნორვეგია მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ერთად სასტიკ დამპყრობელ ომზე რეაგირებს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ეფექტიანი იყოს, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი აღვკვეთოთ, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ომის დაფინანსებისთვის სჭირდება“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.
აღნიშნული შეზღუდვა მხოლოდ 10 ან ნაკლები დასაჯდომი ადგილის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე გავრცელდება.