2 იანვარს უკრაინელებმა 13 დასახლებულ პუნქტში რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს და 27 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსებმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელეს – 77 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ოკუპანტების მთავარი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
გენშტაბის თქმით, რუსები ცდილობენ დონეცკსა და ლუჰანსკზე სრული კონტროლი მოიპოვონ, ხოლო განსაკუთრებულ ძალისხმევას ბახმუტს ახმარენ.