ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს ჰკითხა, აპირებს თუ არა “ოჯახის გამრავლებას”.
“ბატონო გენად, თქვენ სამი შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი”, – მიმართა ინჯიამ, რაზეც მაკარიძემ ასე უპასუხა: “ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის”.
“გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას კიდევ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის. ზღვრული ასაკი ქორწინების რამდენად მიგაჩნიათ, შეიძლება შემცირდეს ერთი წლით მაინც?”, – ჰკითხა დეპუტატმა.
“არა, არა, ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი საკმაოდ გონივრულია, იმიტომ რომ ქორწინება არის ბევრ სოციალურ საკითხთან [დაკავშირებული]”,– უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართულეობის კანდიდატმა.
ცნობისთივს, დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს, გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ.