“სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული ყოფილიყო”- ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თბილისი პრაიდის კვირეულს და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
“ვიღაცა რაღაცას იქ დამიძახებს ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც ვიყავი და ერთი და იგივე ხდება, მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც მოხდა, ესეც არ მომხდარა. ჩვენს მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა. რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი”, – აცხადებს გახარია.