საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, არ შეიზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება, ხოლო აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი მოიხსნება. გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;