“რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ინტერესი სააკაშვილის მიმართ რომ არის, ამას რად უნდა ლაპარაკი. მაგრამ მე ისევ ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავამახვილებ ყურადღებას. 3 თვეა ვლაპარაკობთ, დილას ვუსინჯავთ წნევას სააკაშვილს და საღამოს ვამთავრებთ ტემპერატურის გაზომვით, თითქოს ქვეყანაში სხვა პრობლემები აღარ იყოს. გასაგებია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით არის პრობლემა, მაგრამ მაშინ როდესაც სრული დეგრადაცია გვაქვს ყველაფერში, სააკაშვილს რამდენი აქვს წნევა, ეს არის… ხალხს შია და წყურია, ქუჩაში არიან გაყრილები და ჩვენ სამყარო ჩავკეტეთ სააკაშვილით. არ შეიძლება ასეთი მიდგომა. ჩვენ სააკაშვილის გათავისუფლებას კი არა, მისთვის სამართლიან მართლმსაჯულებას უნდა ვითხოვდეთ. მისი პარტია და თავადაც ამას უნდა ითხოვდეს”
ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV პირველის ეთერში.