“არანაირად არავისთან მიმართებაში არ არის სანქცირებული “- თბილისის მერია, განმარტებას აკეთებს, ლევან ხაბეიშვილის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მერიამ სამ მილიონად აშშ-სგან სანქცირებული ირანული კომპანიისგან თეთრი ქვები იყიდა.
“თბილისის მერიამ გააფორმა კონტრაქტი ქართულ კომპანიასთან, რომელიც არანაირად არავისთან მიმართებაში არ არის სანქცირებული და არასოდეს მასთან მიმართებაში თბილისის მერიას სანქცია არ გამოუყენებია, შესაბამისად ის სპეკულაციები, რომლებიც ამ თემაზე მოყოლილია არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სატენდერო პირობები იყო აბსოლუტურად გამჭირვალე, ეს კომპანია დევს საიტზე და შეგიძლიათ ნებისმიერ ორგანიზაციას, მედიას გადაამოწმოთ და ნახოთ, რომ ეს კომპანია არც სანქცირებულია და მსგავს პრობლემებში, სკანდალებში, არასდროს არ ყოფილა გახვეული”, – ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.