საკოორდინაციო საბჭომ დღეს ახალი რეგულაციები დააწესა და გაახანგრძლივა. საბჭოს გადაწყვეტილებით:
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი 4 სექტემბრის ნაცვლად 13 სექტემბერს აღდგება;
- სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. შეზღუდვა ეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსაც;
- 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს რეგულაცია ვრცელდება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებს.