30 წლის წინ გაყინული ემბრიონებიდან ტყუპები დაიბადნენ. ეს ახალი რეკორდია

ტენესის შტატში 30 წლის განმავლობაში ღრმად გაყინული ემბრიონებიდან ორი ტყუპი დაიბადა. ეს ისტორიაში ყველაზე გრძელი პერიოდია, რომლის დროსაც გაყინული ემბრიონები დაბადებას „ელოდნენ“.

ემბრიონები 1992 წლის 22 აპრილიდან თხევად აზოტში -128C ტემპერატურაზე ინახებოდა და მათ შეინარჩუნეს სიცოცხლისუნარიანობა.

გაყინული ემბრიონები გაალღვეს მომავალ დედას, რეიჩელ რიდგუეის გადაუნერგეს, რომელმაც წარმატებით გააჩინა ტყუპები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს. “ შეიძლება გაგიჟდე”, – ამბობს ტყუპების ბედნიერი მამა ფილიპ რიჯვეი.

ემბრიონის დონორთა ეროვნული ცენტრი, რომელიც კერძო ორგანიზაციაა, აცხადებს, რომ უკვე 1200 ბავშვის გაჩენას დაეხმარა. თუმცა,  ლიდია-ენ და ტიმოთი-რონალდ რიჯვეი, სავარაუდოდ, ახალ რეკორდს დაამყარებენ. წინა რეკორდი მოლი გიბსონს ეკუთვნის, რომელიც 2020 წელს 27 წლის მანძილზე გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ემბრიონისგან დაიბადა.

“ვფიქრობ ამ შემთხვევებმა დადებითად უნდა იმოქმედოს იმ წყვილების გადაწყვეტილებაზე, ვინც ყოყმანობს,  და ფიქრობს,  სურს თუ არა  5, 10 ან 20 წლის წინ შექმნილი ემბრიონის “შვილად აყვანა“, — ამბობს დოქტორი ჯონ დევიდ გორდონი, რომელიც ემბრიონების გადანერგვას ახორციელებს.  “ პასუხი ამ კითხვაზე  მტკიცეა – დიახ!“

ეს კონკრეტული ტყუპების ემბრიონები  1990-იანი წლების დასაწყისში ხელოვნური განაყოფიერების გზით შეიქმნა  დაქორწინებული წყვილისთვის, რომელთა ვინაობა არ სახელდება.

2007 წლამდე ემბრიონები აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე, ლაბორატორიაში ინახებოდა, რის შემდეგაც წყვილმა გადაწყვიტა გადაეცა ისინი ნოქსვილში, ტენესის შტატში, NEDC-სისთვის გადაეცა, რათა მათი გამოყენება სხვას შეძლებოდა.

შემდეგ, უკვე ამ წლის დასაწყისში, NEDC-ის პარტნიორი კლინიკის ემბრიოლოგებმა ჩაატარეს ემბრიონების გალღობის და საშვილოსნოში გადანერგვის პროცედურა.

NEDC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი ჩვილების დაბადების შესახებ ახალი ამბები წაახალისებს სხვა პოტენციურ მშობლებს, განიცადონ ემბრიონიდან დაბადებული ბავშვების შვილად აყვანის ბედნიერება.

ტყუპების დაბადების დროს რიჯვეის წყვილს უკვე ჰყავდათ ოთხი შვილი ერთიდან რვა წლამდე და ყველა მათგანი ბუნებრივად დაიბადნენ, დონორებისა და ხელოვნური განაყოფიერების გარეშე.

“მე მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი, როცა ღმერთმა სიცოცხლე მისცა ლიდიას და ტიმოთეს და მას შემდეგ მან ისინი ცოცხლები შეინარჩუნა”, – უთხრა ფილიპ რიჯვეიმ CNN-ს. “ასე რომ, გარკვეული გაგებით, ისინი ჩვენი უფროსი შვილები არიან, თუმცა ყველაზე პატარები.

NEDC-ის თანახმად, გაყინული ემბრიონების შენახვის ვადა არ არსებობს. მაგრამ იმის ალბათობა, რომ ოდესმე 100 წლის წინ ჩაფიქრებული ბავშვები დაიბადონ, არც ისე დიდია, რადგან ეს ტექნოლოგია შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა: პირველი ბავშვი გაყინული ემბრიონიდან  1984 წელს ავსტრალიაში დაიბადა.

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება–პენტაგონი

ბელორუსიაში ბირთვული იარაღის შესახებ პუტინის განცხადებას პენტაგონი გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ ...

საქართველოს პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს და უკრაინის ეკლესიაში დაძაბულობის განმუხტვას თხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ...

რუსები ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან გაქცევისთვის ემზადებიან – ფედოროვი

ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან ოკუპანტები ევაკუაციისთვისაც ემზადებიან, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის...

მოვა დრო, საქართველოსთან ერთად განვსაზღვრავთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრებს – გაგლოევი

"უნდა ვიპოვოთ სპეციალისტები, ვინც მოამზადებენ რუკას უკვე ხელმისაწვდომ მასალებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით და სახელმწიფო...

ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრშეტევის დაწყება რადგან საკმარისი იარაღი არ გააჩნიათ

იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ...

პოლარიზაციის დაძლევის პროცესში, ეკლესია ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს – ზურაბიშვილი

"გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და...

მარცვლეულის დერეფნის გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად 6 ქვეყანა ერთად იმოქმედებს

"ევროკავშირის საბჭო დასრულდა. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შეთანხმდნენ, რომ პოლონეთის კოორდინაციით,...

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ “პოსტივის” ჟურნალისტებთან ერთად, მსხვერპლი ქალების გასაჩუმებლად – სამხარაძე “ოცნებას”

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ "პოსტივის" ჟურნალისტებთან ერთად, რათა გააჩუმონ მსხვერპლი ქალები - წერს ამის...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...