“გული მწყდება, ნაციონალური მოძრაობის მცირე ნაწილი ამბობს, არჩევნებს აზრი არ აქვსო და ამავე დროს საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე. პირდაპირ გეუბნებით, მოურიდებლად, ერთი მეორესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. 30 ოქტომბერი არის ძალიან ბევრი რამის განმსაზღვრელი, ხალხო. 30 ოქტომბერს გადაწყდება ეს ქვეყანა სახელმწიფოს სახით გააგრძელებს განვითარებას თუ ვიქცევით მართლა რუსეთის ფედერაციის უკანა ეზოდ. 30 ოქტომბერს გადაწყდება მიხეილ სააკაშვილი მრავალი წელი იქნება იქ, სადაც ახლა არის და ბევრი ჩვენგანი კიდევ იქ ვიქნებით, თუ იქ აღარ იქნება. ჰოდა, მაშინ ჩვენ გადავწყვიტოთ 30 ოქტომბერს გვიღირს ბრძოლა თუ არა. ეს არის სიმართლე […]

ხალხო, ჩვენ თუ იმის გარკვევას დავიწყებთ, ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, პირდაპირ გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანი იქნება იქ, სამწუხაროდ, ამ რეჟიმის მსხვერპლი და მრავალი ჩვენგანი იქნება, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმი და რეჟიმს ამარცხებს მხოლოდ ერთობა, გულანთებულობა, პატრიოტიზმი და არა წუწუნი და იმის თქმა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს”

განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.