“30 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, ვიტყოდი – შავი ზღვის ფსკერზე კაბელი ნამდვილი როკ-ენ-როლია” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუმინეთში 18 წლის შემდეგ ჩამოვედი და განსაკუთრებული ცვლილებები დავინახე, თვალშისაცემია წინსვლა. ეს განვითარება ცხადყოფს, რომ ნამდვილად დამსახურებულია რუმინეთის წევრობა შენგენის ზონაში, ჩვენ მცდარი გადაწყვეტილება მივიღეთ ევროკავშირში, ეს მცდარი გადაწყვეტილება უნდა გამოსწორდეს და რუმინეთი რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს ამ ზონის წვერი. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ეს სიტუაცია ისეთი დამაბნეველია – ასეთი ჩვენს სამეზობლოში არც გვახსოვს, მეზობელ ქვეყნებში, რუმინეთში, უნგრეთში სერიოზული ენერგოკრიზისი მიმდინარეობს, რაც არის როგორც მიწოდების, ასევე ფასების კრიზისი. ამავდროულად, მთელი ევროპული ეკონომიკა ინფლაციის გამოწვევის წინაშე დგას, ევროპელ ლიდერებს მოსწონთ თუ არა, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება მოუწევთ რუსულ ან ევროპულ ეკონომიკაზე. ამავდროულად, ჩვენ უპრეცედენტო ზომები გვაქვს განსახორციელებელი ბაზრების დასაცავად. ეკონომიკის ისტორია ცხადყოფს, რომ როდესაც იაფი ენერგიის და ნედლეულის იმპორტი ხდება რუსეთში, ეს წარსულს ჩაბარდა.
ჩვენ ეკონომიკური ზრდა და უსაფრთხოება უნდა დავაფუძნოთ ახალ ძალისხმევას. ახლა გვაქვს სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება და ჩვენ, ლიდერებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს მივცეთ ეკონომიკური და ენერგო უსაფრთხოება. ჩვენ შევიკრიბეთ, რადგან შევთანხმდით, რომ ეს არის გამოსავალი. გამოვავლინეთ განახლებადი ენერგორესურსები, როგორც მომავლის გზა. დივერსიფიკაცია მხოლოდ იქამდეა ოცნება, სანამ ფიზიკური მდგომარეობა და ურთიერთჩართვა არ იქნება მიღწეული ევროპის ტერიტორიაზე, კასპიის ზღვიდან გვაქვს ეს ენერგო რესურსი, მოწოდების შესაძლებლობა და ევროკომისიის ძალისხმევით და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირს ყოველთვის შეუძლია ენდოს აზერბაიჯანს როგორც პარტნიორს და მომწოდებელს. შეგვიძლია უნიკალური ინვესტიცია განვახორციელოთ მთელ მსოფლიოში გავლენის მოსახდენად. როდესაც იმპორტი გაიზრდება, ეს იქნება სასურველი გადაწყვეტა ამ პრობლემისა. ვაპირებთ ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ. ეს ინოვაციაა. მე რომ 30 წლით ახალგაზრდა ვიყო, ვიტყოდი, რომ ეს ნამდვილი როკ-ენ- როლია, რომ შავი ზღვის ფსკერზე ყველაზე გრძელი კაბელი იდება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.