ტენესის შტატში 30 წლის განმავლობაში ღრმად გაყინული ემბრიონებიდან ორი ტყუპი დაიბადა. ეს ისტორიაში ყველაზე გრძელი პერიოდია, რომლის დროსაც გაყინული ემბრიონები დაბადებას „ელოდნენ“.
ემბრიონები 1992 წლის 22 აპრილიდან თხევად აზოტში -128C ტემპერატურაზე ინახებოდა და მათ შეინარჩუნეს სიცოცხლისუნარიანობა.
გაყინული ემბრიონები გაალღვეს მომავალ დედას, რეიჩელ რიდგუეის გადაუნერგეს, რომელმაც წარმატებით გააჩინა ტყუპები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს. “ შეიძლება გაგიჟდე”, – ამბობს ტყუპების ბედნიერი მამა ფილიპ რიჯვეი.
ემბრიონის დონორთა ეროვნული ცენტრი, რომელიც კერძო ორგანიზაციაა, აცხადებს, რომ უკვე 1200 ბავშვის გაჩენას დაეხმარა. თუმცა, ლიდია-ენ და ტიმოთი-რონალდ რიჯვეი, სავარაუდოდ, ახალ რეკორდს დაამყარებენ. წინა რეკორდი მოლი გიბსონს ეკუთვნის, რომელიც 2020 წელს 27 წლის მანძილზე გაყინულ მდგომარეობაში მყოფი ემბრიონისგან დაიბადა.
“ვფიქრობ ამ შემთხვევებმა დადებითად უნდა იმოქმედოს იმ წყვილების გადაწყვეტილებაზე, ვინც ყოყმანობს, და ფიქრობს, სურს თუ არა 5, 10 ან 20 წლის წინ შექმნილი ემბრიონის “შვილად აყვანა“, — ამბობს დოქტორი ჯონ დევიდ გორდონი, რომელიც ემბრიონების გადანერგვას ახორციელებს. “ პასუხი ამ კითხვაზე მტკიცეა – დიახ!“
ეს კონკრეტული ტყუპების ემბრიონები 1990-იანი წლების დასაწყისში ხელოვნური განაყოფიერების გზით შეიქმნა დაქორწინებული წყვილისთვის, რომელთა ვინაობა არ სახელდება.
2007 წლამდე ემბრიონები აშშ-ს დასავლეთ სანაპიროზე, ლაბორატორიაში ინახებოდა, რის შემდეგაც წყვილმა გადაწყვიტა გადაეცა ისინი ნოქსვილში, ტენესის შტატში, NEDC-სისთვის გადაეცა, რათა მათი გამოყენება სხვას შეძლებოდა.
შემდეგ, უკვე ამ წლის დასაწყისში, NEDC-ის პარტნიორი კლინიკის ემბრიოლოგებმა ჩაატარეს ემბრიონების გალღობის და საშვილოსნოში გადანერგვის პროცედურა.
NEDC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი ჩვილების დაბადების შესახებ ახალი ამბები წაახალისებს სხვა პოტენციურ მშობლებს, განიცადონ ემბრიონიდან დაბადებული ბავშვების შვილად აყვანის ბედნიერება.
ტყუპების დაბადების დროს რიჯვეის წყვილს უკვე ჰყავდათ ოთხი შვილი ერთიდან რვა წლამდე და ყველა მათგანი ბუნებრივად დაიბადნენ, დონორებისა და ხელოვნური განაყოფიერების გარეშე.
“მე მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი, როცა ღმერთმა სიცოცხლე მისცა ლიდიას და ტიმოთეს და მას შემდეგ მან ისინი ცოცხლები შეინარჩუნა”, – უთხრა ფილიპ რიჯვეიმ CNN-ს. “ასე რომ, გარკვეული გაგებით, ისინი ჩვენი უფროსი შვილები არიან, თუმცა ყველაზე პატარები.
NEDC-ის თანახმად, გაყინული ემბრიონების შენახვის ვადა არ არსებობს. მაგრამ იმის ალბათობა, რომ ოდესმე 100 წლის წინ ჩაფიქრებული ბავშვები დაიბადონ, არც ისე დიდია, რადგან ეს ტექნოლოგია შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა: პირველი ბავშვი გაყინული ემბრიონიდან 1984 წელს ავსტრალიაში დაიბადა.