30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ან ახალი სანქციები – გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფან კორნელიუსმა რუსეთს ბოლო ვადა დაუწესა.
„დრო იწურება, დღის ბოლომდე კიდევ 12 საათი გვაქვს დარჩენილი და თუ ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ევროპული მხარე სანქციებისთვის მზადებას დაიწყებს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა პრესკონფერენციაზე.
ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმება თუ არა ის, რომ ორშაბათის გასვლისთანავე ევროკავშირი სანქციების მომზადებაზე გადავა, კორნელიუსმა დაადასტურა: „ზუსტად ასეა“.