300-ლარიანი კომპენსაციისთვის რეგისტრაცია მხოლოდ Internet Explorer-ითაა შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დარეგისტრირება ვიდეოზარის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურში ვიზიტის გარეშე, სამუშაო საათებში 09:00-დან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

უწყება განმარტავს, რომ ვიდოეზარით პირველადი რეგისტრაციისას მომხმარებელი ბრაუზერ – Internet Explorer-ით უნდა იყოს შესული და კომპიუტერულ მოწყობილობას ვიდეოთვალი უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რეგისტრაციას ვერ გაივლიან. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურმა ვიდეოინსტრუქცია გამოაქვეყნა.

მთავრობამ დაწესებული შეზღუდვების გამო თვითდასაქმებულებისთვის სოციალური დახმარება — 300 ლარი დააწესა. ამ დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულებიდან 2 დღის შემდეგ, პირს ეძლევა საშუალება დააზუსტოს ინფორმაცია ან გაასწოროს შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ვადა 28 დეკემბრამდეა გაწერილი, რადგან 26-27 დეკემბერი არასამუშო დღეებია.

დახმარების მისაღებად სარეგისტრაციო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge .