პარასკევი, 18 ოქტომბერი , 2024, 08:45

300 არაგველის მეტროსთან ამობრუნდა სასწრაფოს მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა

მეტროსადგურ “300 არაგველის” მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ამოტრიალდა.

არსებული ინფორმაციით, მანქანას ინგოროყვას კლინიკაში ერთი პაციენტი გადაყავდა, რომელიც უკვე მიიყვანეს კლინიკაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.