„მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან გვახსოვს მისი ჯანმრთელობის თემაზე სპეკულაცია. არ გასულა თვე ისე, რომ ვინმე არ გამოსულიყო და არ ეთქვა, რომ სააკაშვილი ცუდად არის და კვდება. თვითონ ამ პროცესმა დააზიანა სააკაშვილი და ჯანმრთელობის არგუმენტის ასე გამოყენებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის თემაზე ლაპარაკი ადამიანებში განსხვავებულ ემოციას არ აღძრავს. ბევრჯერ გავიარეთ ის მომენტი, რომ სააკაშვილი დღე-დღეზე კვდება. მჯერა, რომ სააკაშვილი მართლა ცუდად არის. ის, რომ საუბრობდნენ სააკაშვილი ცუდად არის და კვდება, მინიმუმ გადაჭარბებული აღმოჩნდა. იმდენია ამაზე ყვირიან, რეალურიც რომ იყოს შეიძლება ადამიანებმა არ დაიჯეროს. 1 წლის წინ ყვიროდნენ კვდებაო და ამაზე ყური არავინ შეიბერტყა, რამე განსხვავებული უნდა გააკეთო. 3000 – გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს. თუ 3000 – გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი არ გინდა, რომ გავიგო“

ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა.