უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ვაშინგტონში „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ 3000 ამერიკელი მოხალისე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს.
საელჩოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოხალისეობის სურვილი სხვა ქვეყნებიდანაც გამოთქვეს, მათ შორის, ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, როგორებიცაა საქართველო და ბელარუსი.
3 მარტს ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 16 000 უცხოელი მოხალისე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდის და ისინი უკვე გზაში არიან. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს მოხელისეების პირველი ნაკადია.