უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს. ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.
- ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
- პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
- აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
- რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.