31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს. ღამის კლუბებს სტუმართა შეზღუდული რაოდენობით და გამკაცრებული რეგულაციებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.

  • ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
  • პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
  • აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;
  • რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.