31 დეკემბერს დაკავებული პირების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 22 იანვარს გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებული პირების: ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ზურაბ ბერძენიშვილის, ზურაბ მჟავანაძის და ლაშა ბურდულის საქმის განხილვა დასრულდა.

დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.მოსამართლემ, ივანე აღნიაშვილმა განაცხადა, საქმეზე გადაწყვეტილებას 22 იანვარს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ.

დაკავებული პირების  მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.