326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარაში გამოვლინდა, 38 იმერეთში, 30 – თბილისში – ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას უკავშირდება, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს.

მისივე ინფორმაციით, 14 შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 გურიაში, ხოლო კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში 1-1 შემთხვევები.

ენდელაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში 3 072 კოვიდინიფიცრებული მკურნალობს, 28 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საქართველოში დღეს, 30 სექტემბერს ინფიცირების 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.