საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ 3+3 ფორმატით, რომელიც კავკასისის 6 ქვეყნის გაერთიანებას გულისხმობს, საქართველო დასავლეთს აშანტაჟებს.
“ეს კავკასიური ექვსეულის შემოგდება არის დასავლეთის მიმართ პრიმიტიული შანტაჟი, რომ თვალი დახუჭონ ჩემს დაპატიმრებაზე და არჩევნების მეორე ტურის დაგეგმილ მოპარვაზე. ამ ეტაპზე ჯერ სხვა არაფერია. ოღონდ ამდენს ვერ ხვდებიან, რომ დასავლეთს შანტაჟზე სულ სხვა რეაქცია ექნება, იმის საპირისპირო რაც ამათ სურთ.
ჩვენი ამოცანაა, მოვიგოთ ყველა დიდი ქალაქი და ეს ნიშნავს, რომ ოლიგარქის ყოვლისშემძლეობის მითი საბოლოოდ დასამარდება და ჩვენი ხალხი საბოლოოდ ირწმუნებს თავის ძალას. ქალაქებში უფრო რთულია გაყალბება და თუ ძალიან ბევრი ვიქნებით გაყალბების მასშტაბები არ ეყოფათ. რა თქმა უნდა გვინდა რეფერენდუმი, იმაზე, რომ პარლამენტი დაბრუნდეს ქუთაისში, სადაც დამტკიცდება კოალიციური მთავრობა”,- აცხადებს სააკაშვილი.