“პოლიციელები, ძალოვნები ყველა ვინც ხელს უწყობთ რუსებს, სახელმწიფოს მტრებს, ოკუპანტებს მესამე პრეზიდენტის სიკვდილში და იცავთ კობახიძეებს, მდინარაძეებს, ღარიბაშვილებს ისტორიაში ჩაიწერებით – მკვლელობის ორგანიზების თანამონაწილეები რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად.
1000 – 1300 ლარის გამო რომ პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე ხარ, ამას მოუყვება ისტორია თქვენს მომავალ თაობას. უდიდესი ლაქა დაგრჩებათ ცხოვრებაში და ვერასდროს იქნებით წელგამართულები, ამაყები … ბიჭებო, რუსული ოცნება თქვენი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით კლავს მესამე პრეზიდენტს.
350$-ად ნუ გახდები პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე და თაობებს ნუ დაუტოვებ უმძიმეს იარას”
მიმართავს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს.