3600 მეტრის სიმაღლეზე, მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ნიკოლოზ ფალიანზე

უშბაზე ექსპედიციის დროს მთამსვლელი ნიკოლოზ ფალიანის გარდაცვალების შესახებ, საგანგებო სიტაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში.