თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო დანარჩენი 2 საკარანტინო სივრციდანაა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს.
“ქვეყანაში დაგვემატა 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 805 შემთხვევაა დღეს საქართველოში. გამოჯანრთელებულების რიცხვი 6-ით გაიზარდა და ამჟამად არის 650 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 5-მა გამოჯანმრთლებულმა გუშინ დატოვა კლინიკა და ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. რამოდენიმე პაციენტია მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია,“ – თქვა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 805 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 650 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.