“4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით. ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა, რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს – უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემს თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და თავიანთი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო”

წერს უკრაინაში მებრძოლი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე.