„გამარჯვება არის ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმისა და დონბასის გათავისუფლება.
[რუსეთის მიერ] რეპარაციის გადახდა.
ომის დამნაშავეებისა და იმ ადამიანების დასჯა, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.
უკრაინის ევროინტეგრაციის გზაზე ადგილის გამყარება.
ეს არის ის ოთხი ელემენტი, რომელიც ჩემთვის გამარჯვების აუცილებელი კომპონენტია“
განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.