მომატებული მგზავრთნაკადის გამო 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ, თბილისის მერია ავრცელებს. მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება.
დაგეგმილია შემდეგი საავტობუსო მარშრუტების ამოქმედება:
- N293 ავტობუსი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის;
- N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444;
- N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546;
- N296 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N544;
- N297 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N425;
ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:
- N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას.
- N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას
- N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ ტექნიკური უნივერსიტეტამდე იმოძრავებს.