4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“!ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე – არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!
ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.
იქნება თუ არა რთული? – დიახ იქნება!
არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? – ცხადია არის!
ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.