4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება – ამის შესახებ,  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“,-განაცხადა ღიბრაძემ.

ასევე გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრიდან გაიხსნება ბაღები და გასართობი ცენტრები.