ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. საქმეზე ჯამში 45 ადამიანია დაკავებული. მათ 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“მათ შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით” – აცხადებს შსს.