რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები დღეს ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ და 4 საათის განმავლობაში საუბრობდნენ. რა არის მთავარი მათი შეთანხმებიდან, ჯერჯერობით ძირითადად მხოლოდ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება:
- რუსეთი და თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე გადადიან. ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. ამჟამად რუსეთი თურქეთს ყოველწლიურად 26 მილიარდ კუბომეტრ გაზს აწვდის.
- რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს სტამბულის “ხორბლის შეთანხმების“ შესრულების აუცილებლობას, რუსული ხორბლის და სასუქების შეუფერხებელი ექსპორტის ჩათვლით.
- პუტინმა და ერდოღანმა მოილაპარაკეს რუსეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობის გაზრდაზე, ორივე მხარის მოლოდინის თანახმად, ენერგეტიკის საკითხებში. საქმე ეხება მათ შორის “აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას და 2023 წლამდე ამ პროექტის გაშვებას.
- რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შემდეგი სხდომა თურქეთში გაიმართება.










![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)




