ხვალიდან, 15 მარტიდან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების ნაწილი იხსნება, კერძოდ:
- უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევათ, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ;
- სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას შეძლებენ;
- ამუშავდება სასკოლო წრეები;
- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ.
“კომენდანტის საათის” მოხსნის თარიღი კვლავ უცნობია.