ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მაინც შევლენ პარლამენტში.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს გამოუცხადებს, 4 წლის განმავლობაში “ბოიკოტის რეჟიმში ვერავინ გაძლებს”.
“მივიღებთ ბოიკოტს და ბუნებრივია, 4 წელი ბოიკოტის რეჟიმში ვერავინ ვერ გაძლებს, მაგრამ ეს არის მხოლოდ თეორიული ვარიანტი. პრაქტიკული ვარიანტი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები იმისათვის, რომ პარტიები შემოვიდნენ პარლამენტში”,– ამბობს კობახიძე რუსთავი 2–ის ეთერში.
ოპოზიცია არ აღიარებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. პარტიები ხელახალი არჩევნებს ჩატარებას ითხოვენ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ აპირებს.
“ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია იმ პირობებში როდესაც საქართველოში შედგა არჩევნები და ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც თავისუფალი და კონკურენტული. ეს საკითხი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხილული”,– თქვა კობახიძემ.