4 წლის ემილი ხიზამბარელს, რომელიც კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ამჟამად ბავშვი იაშვილის კლინიკაში იმყოფება.
ემილის ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა. იმის გამო, რომ ფრენები შეწყვეტილია, ბავშვის ტრანსპორტირება რეანომობილით უნდა მოხდეს, რასაც 9500 ლარი ჭირდება. ცალკე თანხებთან არის დაკავშირებული თურქეთში მკურნალობა. გოგონას დედა ფეისბუქზე წერს და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს:
„ჩემი შვილი, 4 წლის ემილი ფუმფულა, კულულა, თვალებრიალა პრინცესა, რომელიც თავის თავს „პეპა გოჭს“ ეძახდა, წლების წინ, როცა ყველა ექიმი გვეუბნებოდა, რომ შვილი არ გვეყოლებოდა და, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ასეც უნდა ყოფილიყო, დიდი სასწაული მოხდა და ქალბატონმა ემილიმ ინება დედამიწაზე მობრძანება. ასე, ძლიერი გოგოა.
შეუძლებელია, ნახო ემილი და არ შეიყვარო, ირგვლივ ყველაფერს ათბობს თავისი სითბოთი და სიყვარულით. ყოველთვის ვამბობ, ჩემი ახდენილი ოცნებაა.
პატარა ფუმფულიკო, რომელსაც ძალიან უყვარს ცეკვა, სიმღერა, თამაში, პრანჭვა და შოკოლადები, დღეს, მოწყენილი, სულ საწოლში წევს და ებრძვის ვერაგ დაავადებას ლეიკემიას!!! covid-19-ით შეშინებულები, მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში განთავსებულებს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაგვიდგინდა.
რამდენიმე დღის წინ თავად ვაზიარებდი მსგავს პოსტებს და ვერც კი წარმოვიდგენდი, მსგავსი მე თუ დამემართებოდა, ასმაგად მწარეა, როცა საქმე შენს 4 წლის შვილს ეხება. კითხვას: დედა, როდის წავალთ სახლში, ჯერ პასუხი არ აქვს.
ძალიან გვინდა, რომ მალე წამოვდგეთ ფეხზე და გავაგრძელოთ ჩვეული ცხოვრება, ამაში თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება!!! გზა მძიმე, დამღლელი და გრძელია, მაგრამ ნათელიც მალე გამოჩნდება და ამ დღეებს აღარასოდეს გავიხსენებთ! ემილის ძალიან უნდა სახლში! გთხოვთ, დაგვეხმარეთ….
ამ გოგოსაც ძალიან უყვარს კოსმეტიკა, სარკე და პრანჭიაობა“, – წერს გოგონას დედა.
რეკვიზიტები:
მიმღები: მარინე ბერიაშვილი, ემილის ბებია, ნომერი: 01004002158 საქართველოს ბანკი#GE13BG0000000161828101
საქართველოს ბანკში, უცხოური ვალუტის ჩარიცხვის შემთხვევაში საჭიროა სვიფტი:
დოლარის შემთხვევაში SWIFT: CITIUS33SWIFT: BAGAGE22
ევროს შემთხვევაში SWIFT: COBADEFFSWIFT: BAGAGE22
თიბისი ბანკი:GE71TB7688145063600004