4 წლის თავზე ჩვენ ევროკავშირის წევრობის განაცხადს გავაკეთებთ – წილოსანი

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ პარლამენტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ 4 წლის თავზე ევროკავშირის წევრობა მოითხოვოს.

“დღეს თქვენ და თქვენს გუნდს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს და ამ ნდობის გამოცხადებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადის ნაწილი ვართ და პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ 4 წლის თავზე ჩვენ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთბთ. ეს უბრალოდ განაცხადი, რა თქმა უნდა, არ არის და ეს გულისხმობს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში უფრო მეტ კეთილდღეობას. ვგულისხმობ სოფლად მცხოვრები ადამიანების მეტ კეთილდღეობას, ვგულისხმობ მილიონ–ნახევარზე მეტი ადამიანს, რომელიც იქ ცხოვრობს”,– მიმართა წილოსანმა გახარიას.

მანვე აღნიშნა, რომ “რადგან უპასუხისმგებლობა ოპოზიციური პარტიების გამო” უწევთ ერთპარტიული ოპონირება, ვალდებულება აქვთ, რომ გაცილებით კრიტიკულები იყვნენ.