” 4-5-ჯერ ჩამარტყა ცხვირში, ქრისტის მუცელში ჩაარტყა ფეხი” – ამბობს კრაბ კოფის ერთ-ერთი დამფუძნებელი TV პირველთან.
”ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი და თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან და ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს თუ რა ქნეს ვერ მივხვდი. ერთი ადამიანი დაგვესხა თავს, გინება დაიწყო ჩვენი მისამართით და ჩვენ ვუთხარით, ვის აგინებ, რა ხდება. ვიდექით დაახლოებით 10 მეტრში და შორიდან დაიწყო გინება.
ჯერ ქრისტი მივიდა, რა ხდებაო, და ის გამოიქცა, ახტა და ფეხებით მიარტყა მუცელში. მე რომ დავინახე, რომ ურტყამდა, მივედი, მაგრამ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით 4-5-ჯერ, არ ვიცი რამდენჯერ ჩამარტყა ცხვირში. ცუდად მახსოვს, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ვერ დავიჯერე რა მოხდა. დავიწყე ყვირილი და ამაზე მოვიდა ხალხი. ცხვირი მაქვს გატეხილი და 3 საათზე მივდივარ ოპერაციაზე. პირველად დავინახე, ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, უბრალოდ ძალიან აგრესიული იყო”. – განაცხადა კრაბ კოფის ერთ-ერთი დამფუძნებელმა.